გუნდი

ადამიანები, რომლებიც „სტიმულს“ ქმნიან

ჩვენი გუნდი აერთიანებს კვალიფიციურ ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს, რომლებიც მუშაობენ თანამედროვე, პროფესიული და ინდივიდზე მორგებული მიდგომებით. ჩვენი მიზანია, შეგიქმნათ უსაფრთხო და კონფიდენციალური სივრცე, სადაც შეძლებთ ცვლილებებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოძრაობას.

დიანა ნიკოლაიშვილი
დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

დიანა ნიკოლაიშვილი

ექიმი-ფსიქოთერაპევტი • ტრენერი • ნეიროგრაფიკის სპეციალისტი • ბიოსინთეზის სომატური და სიღრმისეულ თერაპიაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი (EABP)

მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, სამედიცინო განათლება და ფსიქოთერაპიის სფეროში სპეციალიზაცია ქმნის მისი პროფესიული საქმიანობის საფუძველს. მიდგომა აერთიანებს ფსიქოთერაპიას, სხეულზე ორიენტირებულ მუშაობას, ემოციურ და ფსიქოსომატურ პროცესებს, შემოქმედებით მეთოდებსა და პიროვნული განვითარების პრაქტიკებს.

ჩემი მიზანია შევქმნა სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია უფრო ღრმად გაიცნოს საკუთარი თავი, აღიდგინოს შინაგანი რესურსები და შექმნას რეალური ცვლილებისთვის საჭირო საფუძველი.

დიანა ნიკოლაიშვილი
ნათია ბაციკაძე

ნათია ბაციკაძე

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი • ფსიქოლოგი — მაგისტრი

EABP-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის დიპლომი

ქართული ზრდასრულები და ბავშვები

მუშაობს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის მიდგომით და ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სხეულებრივ გამოცდილებას შორის კავშირზე.

მუშაობის ძირითადი მიმართულებები
  • შფოთვა, შიშები და პანიკური შეტევები
  • თვითშეფასება, კომპლექსები და პიროვნული განვითარება
  • ემოციური გადაღლა, პროფესიული გამოფიტვა და ემოციური რეგულაცია
  • ურთიერთობები, მიჯაჭვულობა, სეპარაცია და ავტონომია
  • ტრავმული გამოცდილება, დანაკარგი და მტკივნეული მოგონებები
  • ფსიქოსომატური და სხეულთან დაკავშირებული სირთულეები
  • კვებით ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები
  • სიზმრები, სიმბოლოები და არაცნობიერი პროცესები
  • პიროვნული და კარიერული განვითარება
ლიკა ცაავა

ლიკა ცაავა

ფსიქოლოგი — ბაკალავრი

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის EABP-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის დიპლომი

ქართული ზრდასრულები

მუშაობს ზრდასრულებთან, რომლებიც განიცდიან ემოციურ, ურთიერთობით ან პიროვნულ სირთულეებს და სურთ უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი, გააძლიერონ შინაგანი რესურსები და შექმნან უფრო ჰარმონიული ურთიერთობა საკუთარ თავთან და სხვებთან.

მუშაობის ძირითადი მიმართულებები
  • ფსიქოტრავმა და ტრავმული გამოცდილება
  • შფოთვა, შიშები და ფობიები
  • ემოციების მართვა და გამოხატვა
  • თვითშეფასება და პიროვნული საზღვრები
  • ურთიერთობები და მიჯაჭვულობა
  • ფსიქოსომატური მდგომარეობები და სხეულთან მუშაობა
  • შინაგანი კონფლიქტები და შემზღუდავი რწმენები
  • სტრესის მართვა და ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება
  • გადაწყვეტილებების მიღება და მიზნების მიღწევა
ნინო ღონღაძე

ნინო ღონღაძე

ფსიქოლოგი — მაგისტრი • სპეციალური მასწავლებელი

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის დიპლომის მაძიებელი

ქართული, რუსული ზრდასრულები და ბავშვები

მუშაობს როგორც ზრდასრულებთან, ისე ბავშვებთან. მისი გამოცდილება აერთიანებს ფსიქოლოგიურ და სპეციალური განათლების მიმართულებებს, რაც საშუალებას აძლევს, ინდივიდუალურად მიუდგეს სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების მქონე ადამიანებს.

მუშაობის ძირითადი მიმართულებები

ზრდასრულებთან

  • შფოთვა, შიშები და ფობიები
  • ბავშვობის ტრავმული გამოცდილება
  • ბრაზი, აგრესია და ემოციური რეგულაცია
  • დეპრესიული და ემოციურად რთული მდგომარეობები
  • პროკრასტინაცია და მოტივაციის სირთულეები
  • ფსიქოსომატური მდგომარეობები
  • სიზმრებთან მუშაობა

სპეციალური განათლების მიმართულება

  • განვითარებისა და სწავლის სირთულეები
  • ADHD
  • დისლექსია, დისგრაფია და დისკალკულია
  • ინტელექტუალური განვითარების მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევები

ბავშვებთან

  • შიშები, შფოთვა და ემოციური სირთულეები
  • ჩაკეტილობა, სიმორცხვე და სოციალიზაციის სირთულეები
  • ბრაზი, აგრესია და ქცევითი სირთულეები
  • თანატოლებთან და და-ძმებთან ურთიერთობები
  • ბაღში, სკოლასა და ახალ გარემოში ადაპტაცია
  • დაბალი თვითშეფასება
  • ოჯახურ ცვლილებებთან გამკლავება
  • ფსიქოსომატური გამოვლინებები
მარიკა უნგიაძე

მარიკა უნგიაძე

ფსიქოლოგი — მაგისტრი

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის დიპლომის მაძიებელი

ქართული ზრდასრულები

მუშაობს ზრდასრულებთან, რომლებიც პირისპირ დგანან დამოკიდებულების, შფოთვის, შიშების, ურთიერთობითი სირთულეებისა და პიროვნული განვითარების საკითხების წინაშე.

მუშაობის ძირითადი მიმართულებები
  • დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება
  • შფოთვა, შიშები და ფობიები
  • დეპრესიული და ემოციურად რთული მდგომარეობები
  • ბავშვობის ტრავმული გამოცდილება
  • დაბალი თვითშეფასება და შემზღუდავი რწმენები
  • ტოქსიკური ურთიერთობები, პირადი საზღვრები და ურთიერთობითი სირთულეები
  • საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გაცნობიერება
  • ცხოვრებისეული ცვლილებები და პიროვნული ზრდა
  • მიზნების დასახვა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება
გიგი ჟვანია

გიგი ჟვანია

EMDR თერაპევტი • ფსიქოლოგი

ქართული, რუსული ზრდასრულები

სპეციალიზებულია ტრავმულ გამოცდილებასთან, პოსტტრავმულ სტრესთან და შფოთვით მდგომარეობებთან მუშაობაში. EMDR მეთოდით პროცესი მიმართულია რთული გამოცდილებების გადამუშავებისკენ.

მუშაობის ძირითადი მიმართულებები
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)
  • ფსიქოლოგიური და ტრავმული გამოცდილება
  • სტრესი და შფოთვითი მდგომარეობები
  • შიშები და ფობიები
  • ტრავმასთან დაკავშირებული ემოციური სირთულეები
  • მტკივნეული გამოცდილებებისა და მოგონებების გადამუშავება
მელისა სუდაშ

მელისა სუდაშ

კლინიკური ფსიქოლოგი / ფსიქოკონსულტანტი — ბაკალავრი

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამის დიპლომის მაძიებელი • ნეიროგრაფიკის სპეციალისტი

ქართული, რუსული, ინგლისური ზრდასრულები და ბავშვები

მუშაობს ზრდასრულებთან, რომლებიც განიცდიან ემოციურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს: შფოთვა, სტრესი, ემოციური გადაწვა, დეპრესიული ეპიზოდები, აპათია, შიში, ფობია, სოციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, პიროვნული ზრდა და მასთან დაკავშირებული საკითხები.

მუშაობის სტილი ეკლექტურია — სპეციალისტი ორიენტირებულია კლიენტზე და მის მოთხოვნილებებზე: მუშაობის დროს აქტიურად აკვირდება და არჩევს, რომელი ტექნიკა და მიმართულება იქნება უფრო ეფექტური და ეკოლოგიური.

მუშაობის ძირითადი მიმართულებები
  • შფოთვა, შიში, ფობია
  • აგრესია, ბრაზი, რისხვა
  • ემოციური ინტელექტი და სხეულის ინტელექტი
  • ფსიქოსომატური დაავადებები და მდგომარეობები
  • სტრესის მართვა
  • ცხოვრების ხარისხის ამაღლება: პიროვნული, პირადი, კარიერული
  • სეპარაცია
  • ტრავმული და მტკივნეული გამოცდილებების გადამუშავება

იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი სპეციალისტი

ყველა ადამიანის გამოცდილება უნიკალურია და ზოგჯერ რთულია იმის განსაზღვრა, რომელი სპეციალისტი ან თერაპიული მიმართულება იქნება თქვენთვის ყველაზე შესაფერისი.

თუ არჩევანში დახმარება გჭირდებათ, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რომელ სპეციალისტთან იქნება თქვენთვის კომფორტული მუშაობის დაწყება. თქვენი ცვლილების გზა იწყება იქ, სადაც თავს უსაფრთხოდ და გაგებულად გრძნობთ.

დაგვიკავშირდი