სერვისები

როცა ძველი გზები აღარ მუშაობს

არის მომენტები, როცა ცდილობ ყველაფერი თავად მოაგვარო — კითხულობ, ფიქრობ, აანალიზებ, ცდილობ „ძლიერი იყო“. მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ ფიქრი საკმარისი არ არის.

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია

ფასდაკლება „იმედი L“-ში დაზღვეულთათვის

ფსიქოთერაპია არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარ გამოცდილებასთან უფრო ღრმად შეხვედრა. იქ, სადაც არ გჭირდება საკუთარი თავის დამალვა. იქ, სადაც შეგიძლია თქვა: „არ ვიცი, რა მემართება“, „დავიღალე“, „მინდა, რაღაც შეიცვალოს“.

პირველი შეხვედრა გაცნობისა და საჭიროებების გარკვევის სივრცეა — წინასწარ არ გჭირდებათ იცოდეთ, რაზე ისაუბრებთ.

დაჯავშნე პირველი შეხვედრა

რასთან დაკავშირებით მიმართავენ?

  • შფოთვა და შინაგანი დაძაბულობა
  • ემოციური გადაღლა და სტრესი
  • ცხოვრებისეული კრიზისები და ცვლილებები
  • ურთიერთობის სირთულეები და კონფლიქტები
  • დაბალი თვითშეფასება
  • პროფესიული გადაწვა
  • ტრავმული გამოცდილება და დანაკარგი
  • საკუთარი თავის უკეთ გაცნობის სურვილი
  • ბავშვთა ასაკის პრობლემები და მშობლების მხარდაჭერა

ერთად გავარკვევთ

01

რა ხდება?

02

რა გჭირდება?

03

რა არჩევანი გაქვს?

04

რომელი ნაბიჯია შენთვის სწორი?

ფსიქოკონსულტირება

ზოგჯერ ერთი საკითხის გარკვევაც დიდი ცვლილების დასაწყისია. ყველა სიტუაცია არ მოითხოვს ხანგრძლივ თერაპიულ პროცესს — ზოგჯერ ადამიანს სჭირდება სივრცე აზრების დასალაგებლად, ემოციების გასაცნობიერებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

არტ თერაპია

ზოგჯერ ის, რასაც სიტყვებით ვერ ამბობ, ნახატში ჩნდება. ყველა განცდას სიტყვები არ აქვს — ზოგჯერ ემოცია ფერში ჩნდება, ზოგჯერ ხაზში.

აქ არ არის საჭირო იყო მხატვარი. არ არსებობს „სწორი“ ან „არასწორი“ ნახატი — მთავარია პროცესი.

დაჯავშნე არტ თერაპიული სესია
არტ თერაპიული მასალები — ფუნჯები, თიხა და ქვები თეთრ მაგიდაზე

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია

ადამიანის ემოციური გამოცდილება ხშირად სხეულთანაა დაკავშირებული. ეს მიდგომა ყურადღებას ამახვილებს სხეულის შეგრძნებებზე, ემოციურ გამოცდილებასა და შინაგან პროცესებს შორის კავშირზე.

ჯგუფური ფსიქოთერაპია

ჯგუფი ქმნის განსაკუთრებულ სივრცეს, სადაც ადამიანი საკუთარ გამოცდილებას სხვებთან ურთიერთობის კონტექსტში იკვლევს:

  • ურთიერთობების გაცნობიერება
  • ემოციების გამოხატვა და საზღვრების კვლევა
  • უკუკავშირისა და მხარდაჭერის მიღება
  • სოციალური უნარების განვითარება

ნეიროგრაფიკა

ხატვისა და შემოქმედებითი პროცესის საშუალებით შესაძლებელია საკუთარ შინაგან სამყაროსთან ახალი გზით დაკავშირება.

ნეიროგრაფიკა არის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ადამიანს ეხმარება, ვიზუალური პროცესის საშუალებით გამოიკვლიოს საკუთარი აზრები, ემოციები, შინაგანი ბარიერები და შესაძლებლობები.

ფორმატი: ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები.

დაჯავშნე სესია

ნეიროგრაფიკა შეიძლება გამოიყენებოდეს:

  • თვითშემეცნებისა და თვითგამოხატვისთვის
  • ემოციებთან და შინაგან მდგომარეობებთან მუშაობისთვის
  • შინაგანი რესურსების აღმოჩენისთვის
  • შემზღუდველი დამოკიდებულებებისა და ბარიერების გაცნობიერებისთვის
  • ახალი შესაძლებლობებისა და მიზნების ვიზუალურად გააზრებისთვის
  • პიროვნული განვითარებისა და ცვლილებების პროცესში

პიროვნული განვითარება

ცვლილება მხოლოდ პრობლემების მოგვარება არ არის. პიროვნული განვითარება იწყება კითხვით: „როგორი ცხოვრება მინდა?“

თვითშემეცნება

საკუთარი თავის უკეთ გაცნობა და ემოციური ცნობიერების განვითარება.

პიროვნული საზღვრები

საკუთარი საზღვრების კვლევა და ურთიერთობების უკეთ გაგება.

მიზნები და ღირებულებები

შინაგანი რესურსების აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების დანახვა.

ვერ არკვევ, რომელი სერვისი გჭირდება?

მოგვწერე შენი საჭიროების შესახებ და ადმინისტრაცია დაგეხმარება შესაბამის სპეციალისტთან დაკავშირებაში.

დაგვიკავშირდი