საჯარო ლექცია №1
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული "ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბისა" და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 2013 წლის 24 მაისს შედგა ღია ლექცია თემაზე "პიროვნების ნაწილებად დაყოფის მცდელობა ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სკოლაში და ამ ნაწილების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები". თემას კითხულობდნენ „ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმულის” დამფუძნებლები, ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტები: დიანა ნიკოლაიშვილი და ნინო ვერხვიაშვილი.
წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:
· პიროვნული ნაწილის რაობა
· ნაწილებისადმი დამოკიდებულება შემდეგ მიმდინარეობებში:
o ფსიქოანალიზი,
o გეშტალტ-თერაპია
o ტრანზაქციული ანალიზი
o ფსიქოსინთეზი
o ფსიქოდრამა
o სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია
o ნეიროლინგვისტური პროგრამირება
· პიროვნულ ნაწილებთან მუშაობის დემონსტრირება.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტენთან ერთად ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი.
საჯარო ლექცია №2
2013 წლის 7 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული "ახალგაზრდა ფსიქოლოგთა კლუბისა" და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით შედგა ღია ლექცია თემაზე: " ადამიანის კეთილდღეობა - კეთილდღეობის ფენომენი და მისი განმაპირობებელი ფაქტორები". თემას კითხულობდნენ “ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმულის” დამფუძნებლები, სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტები: დიანა ნიკოლაიშვილი და ნინო ვერხვიაშვილი. განხილული იყო შემდეგი საკითხები:
• კეთილდღეობის ვარსკვლავი; • კეთილდღეობის ფორმულა; • რუკები და მეტარუკები; • კომფორტის ზონა; • TOTE - მოდელი; • გმირის მოგზაურობა; • ცხოვრების სცენარი; • ბონუსი (ტრანსული ტექნიკა)
შეხვედრას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
|