|
ჩვენს შესახებ: მიზანი - საქართველოში ფსიქოთერაპიის პოპულარიზაცია, ადამიანის პიროვნული ზრდა და განვითარება, ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი საზოგადოების ჩამოყალიბება.
გვაქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური შეხვედრები (თერაპიული და ტრენინგ-ჯგუფები) სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, ვმუშაობთ ორგანიზაციებთან (ბიზნეს-კონსულტირება, თიმ-ბილდინგი).
კლიენტის მომართვის შემდეგ ჩვენი ცენტრის თერაპევტები მუშაობის პროცესში არკვევენ პრობლემის სიღრმეს და შესაბამისი ტექნიკების გამოყენებით ეხმარებიან ადამიანს ამ პრობლემის წარმატებით მოგვარებაში. მუშაობის დაწყებამდე ხშირად ფსიქოთერაპევტისთვისაც უცნობია რა სიღრმის ინტერვენცია იქნება საჭირო ამ კონკრეტულ შემთხვევაში (ფსიქოთერაპია, ფსიქოკონსულტირება თუ კოუჩინგი/პიროვნული ზრდა). ვინაიდან ჩვენს ცენტრში მუშაობენ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე ექიმი-ფსიქოთერაპევტები, მათ გააჩნიათ ტექნიკებისა და მიდგომების ფართო არჩევანი. ჩვენი ფსიქოთერაპევტები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული კლიენტის მიმართ, ვინაიდან ყოველი ადამიანი განსხვავებულია. შაბლონური მეთოდების გამოყენება ნაკლებად ეფექტურია - ზოგჯერ ის ჩივილი, რომლითაც მოგვმართავს კლიენტი, არის აისბერგის მწვერვალი და მხოლოდ მისი მოგვარება არ აღმოფხვრის რეალურ პრობლემას, რადგანაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს დროებით შვებას ან ზ.ა. პრობლემის ახალ სიმპტომად ტრანსფორმირებას.
ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო გარემოს, ხარისხიან, კომპეტენტურ მომსახურებას და ინდივიდუალურ მიდგომას.
|
|