ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინდივიდუალურ მომსახურებას, რომელიც ჩარევის სიღრმის მიხედვით იყოფა:
ფსიქოთერაპია - შედარებით ღრმა ინტერვენციაა, რომლის დროს ფსიქოთერაპევტი გარკვეული ტექნიკების გამოყენებით ეხმარება კლიენტს წარსულში მომხდარი ფაქტის (რომელიც გახდა დღევანდელი მდგომარეობის საფუძველი და მიზეზი) აღმოჩენასა და გადაფასებაში.
ფსიქოკორექცია, ფსიქოკონსულტირება - საშუალო სიღრმის ინტერვენციაა, რომლის დროს ხდება კლიენტის წარმატებული (რე)სოციალიზაცია, ასევე კომფორტის ზონის გაფართოება და ავტონომიური პიროვნების ჩამოყალიბება.
კოუჩინგი - პიროვნული ზრდა. პიროვნების რესურსების მაქსიმალური განვითარება, წარმატებული სტრატეგიების აღმოჩენა და ამოქმედება, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე სამომავლო პროექტების დაგეგმარება, მიზნების სწორად დასახვა და შესრულება.
ჩვენ ვმუშაობთ შემდეგი ტიპის პრობლემებთან:
ბავშვთა ასაკობრივი პრობლემები;
ოჯახური კონფლიქტები;
მავნე ჩვევები;
ფსიქოსომატურ დაავადებები (უძილობა, თავის ტკივილი, შაქრიანი დიაბეტი, ასთმა, ენურეზი, ენკოპრეზი, ტიკები, კანის დაავადებები, კუჭის წყლული, პრედმენსტრუალური სინდრომი, კარდიონევროზი და ა.შ.);
კონფლიქტური სიტუაციები;
ემოციური არამდგრადობა;
ფობიები;
შფოთვა;
დეპრესია;
მარტოობა;
ურთიერთობების ოპტიმიზაცია (სიყვარული/სექსი);
საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა;
კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები;
აკვიატებები და სხვა.
|