2012 წლის 9 ივნისს სტუდენტური კავშირი „ახალი განწყობისა“ და თსუ სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია „ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება. წარსულისა და მომავლის ოპტიმიზაციის ფსიქოტექნოლოგიები“.
ლექციას კითხულობდნენ „ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმულის” დამფუძნებლები, ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტები: დიანა ნიკოლაიშვილი და ნინო ვერხვიაშვილი და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბიზნეს ტრენერი და ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი ვახტანგ ჯაფარიძე.
2012 წლის 1 დეკემბერს სტუდენტური კავშირი „ახალი განწყობისა“ და თსუ სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით გაიმართა „ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმულის” დამფუძნებლების, ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტების: დიანა ნიკოლაიშვილისა და ნინო ვერხვიაშვილის საავტორო საჯარო ლექცია "პიროვნების ნაწილებად დაყოფის მცდელობა ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სკოლაში და ამ ნაწილების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები".
|