ემოციურ-ხატოვანი ფსიქოთერაპია - ეს არის ფსიქოთერაპიის თანამედროვე მიმდინარეობა, რომლის სამიზნესაც წარმოადგენს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ემოციური, უფრო ზუსტად კი, ქრონიკული და ამავდროულად, ნეგატიური ემოციური მდგომარეობები, რომელიც არასასურველი ფსიქოლოგიური და ფსიქოსომატური სიმპტომების აღმოცენებას განაპირობებს. ემოციურ-ხატოვანი თერაპია მუშაობს ხატ-წარმოდგენების (ვიზუალური და სხვ.) საშუალებით, რომლებიც, კლიენტის აზრით, მის პრობლემურ მდგომარეობას გამოხატავს .
ემოციური მდგომარეობის ცვლილება იწვევს ნეგატიური ფსიქოსომატური სიმპტომების(მაგ., ტკივილის) გაქრობას და პოზიტიური შეგრძნებების აღმოცენებას, ის ასევე ხელს უწყობს აზროვნებისა და ქცევის პოზიტიურ და ავტომატურ ცვლილებებს.
ემოციურ-ხატოვანი ფსიქოთერაპია ახლოს დგას ისეთ მიმდინარეობებთან, როგორიცაა გეშტალტ-თერაპია, ნლპ, სიმბოლდრამა და სხვ.
ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან:
· თერაპიული მუშაობის სქემას;
· ხატ-წარმოდგენების ტრანსფორმაციის 18 ძირითად და 6 დამატებით (სულ 24) მეთოდს;
· ემოციურ-ხატოვანი თერაპიის პრაქტიკაში გამოყენებას (ფსიქოსომატური გამოვლინებები, კონფლიქტის გადაჭრა და ა.შ)
ტრენინგის ყველა მონაწილე აქტიურად იქნება ჩართული პრაქტიკულ მუშაობაში და საკუთარ თავზე გამოცდის (როგორც კლიენტის, ასევე თერაპევტის ამპლუაში), როგორ მუშაობს ემოციურ-ხატოვანი თერაპია.
|