ზღაპრით თერაპია ბავშვებისთვის
ეს არის 10 ჯგუფური შეხვედრისგან შემდგარი კურსი, რომელში მონაწილეობა შეუძლიათ 5-6/7-8/9-10 წლის ბავშვებს.
ჯგუფში მონაწილეობის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ემოციურ-ნებელობითი სფერო, კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, ზომიერების შეგრძნება, ხდება ფასეულობების სფეროს ფორმირება, ასევე ბავშვების სხვადასხვა ემოციური პრობლემის კორექცია, გარდა ამისა, ბავშვები სწავლობენ ჯგუფურად მოქმედების პრინციპებს, ემოციების უკეთესად ამოცნობასა და გამოხატვას.
ჯგუფური შეხვედრები მრავალფეროვანია და მიმდინარეობს თამაშის ფორმატში, რაც ბავშვებისთვის მისაღები, საინტერესო და სასიამოვნოა და ეს კიდევ უფრო ამარტივებს ზ.ა. მიზნების მიღწევას.
ჯგუფური შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს 60-90 წუთს.
მთლიანი კურსის ფასი - 120 ლარი. მთლიანი თანხის წინასწარ გადახდის შემთხვევაში - 100 ლარი.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით: 577-42-11-22; 598-454-808
|