ციფრები
ადამიანებს, რომლებიც ციფრებს წერენ, წამყვანი აქვთ მატერიალური ღირებულებები. ზოგ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, სად და რამდენი ფულის შოვნაა შესაძლებელი. ზოგ შემთხვევაში კი - როგორ გაისტუმრონ ვალები.
მზე ან ნათურები (საახალწლო)
თქვენ გაკლიათ სითბო, მზრუნველობა და ყურადღება, თქვენ ოცნებობთ მეგობრობასა და სინაზეზე. შეეცადეთ, უფრო მეტი დრო გაატაროთ ადამიანებთან, დაურეკეთ და შეხვდით მეგობრებს, წადით ერთად კინოში, კაფეში, გაისეირეთ პარკში და მზე თქვენს ცხოვრებაშიც გაჩნდება.
გეომეტრიული ფიგურები
ოთხკუთხედები, რომბები, სამკუთხედები გამოხატავენ მკაფიო მიზნებს და მყარ ფასეულობებს. ამ ფიგურებს ხატავენ ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ საკუთარი აზრის პირდაპირ თქმა, აქვთ პრაქტიკული და ლოგიკური აზროვნება, მართვის უნარი. სიმეტრიული ფიგურების შემთხვევაში ადამიანს ახასიათებს აკურატულობა და უყვარს წესრიგი, აქვს გათვლის და დაგეგმვის უნარი. თუ ფიგურის კუთხეები მახვილია, სავარაუდოა მიდრეკილება აგრესიისადმი. ასეთი ადამიანების პრობლემა ზედმეტი კონცენტრაციაა, რომელიც მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
ჯვრები, იქსები
გამოხატავენ დანაშაულის განცდას. შესაძლოა, ვიღაცას აწყენინეთ, არ შეასრულეთ დანაპირები ან ფიქრობთ, რომ სხვებს თქვენთან პრეტენზია აქვთ. ქალები ხშირად ხატავენ ორნამენტებს, რომლის ძირითადი ელემენტია ჯვარი. გაარკვიეთ, რა გამძიმებთ, მოიხადეთ ბოდიში და მაშინვე იგრძნობთ შვებას.
სპირალები, წრეები, ტალღოვანი ხაზები
სხვა ადამიანების პრობლემები ნაკლებად გაინტერესებთ ან საერთოდ არ გადარდებთ. თქვენ ჩაკეტილი ადამიანი ხართ და არ გიყვართ, როდესაც სხვები თქვენს საქმეში ცხვირს ყოფენ. შესაძლოა, თქვენ განიცდით მსუბუქ კრიზისს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე იმისათვის, რომ არ აწყენინოთ ახლობელ ადამიანებს.
ვარსკვლავები
ვარსკვლავებს ოპტიმისტური პიროვნებები ხატავენ . პრობლემების და სირთულეების დროს არ იქნევენ ხელს და ცდილობენ გაუმკლავდნენ მათ. ამას გარდა, ასეთი ნახატი შეიძლება გამოხატავდეს ყურადღების მიქცევის სურვილს.
ხეები
წვრილ ხეებს შიშველი ტოტებით ხატავენ მოწყენილი და დაბნეული ადამიანები, ხოლო ხეებს მსხვილი ტანით და უხვი ფოთლებით - ენერგიული, სიცოცხლის მოყვარული ადამიანები, რომლებსაც მოცემულ მომენტში არაფერი აწუხებთ.
გულები
ადამიანი გრძნობებითაა სავსე, უნდა ჩაეხუტოს მთელს მსოფლიოს, მაგრამ შორიდან მკაცრი და მიუვალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მალავს გრძნობებს. რაც უფრო დიდია ნახატი, მით უფრო დიდია სხვაობა შინაგანსა და გარეგანს შორის. საკმარისია საკუთარი თავის კონტროლი, გახდით უფრო გულღია.
ფიჭი
გამოხატავს სურვილს ჰქონდეს დალაგებული და მოზომილი/ზომიერი ცხოვრება, სიმშვიდე, ჰარმონია საკუთარ თავში და სამყაროში. ზოგჯერ ოჯახის შექმნის ქვეცნობიერი სურვილია, რომელსაც საკუთარ თავსაც არ უმხელს.
ყვავილები, ფოთლები
მიუთითებენ ადამიანის დადებით ხასიათზე. ასეთ ადამიანებს უყვართ სხვების დახმარება, არიან მგრძნობიარენი და ემოციურები. თუ ადამიანი ხატავს ყვავილებს და ფოთლებს ვაზაში - მას ესაჭიროება ენ