ნლპ შექმნილია XX საუკუნის 70-იან წლებში იმ დროის წამყვანი ფსიქოთერაპევტების პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.
ნლპ-ს მოდული მუდმივად ვითარდება და იხვეწება, მას ემატება ახალი ტექნოლოგიები, რაც დადებითად მოქმედებს მის პოპულარობაზე არა მხოლოდ ფსიქოთერაპიაში, არამედ სხვა დარგებშიც, როგორიცაა, მაგ., პედაგოგიკა, მენეჯმენტი, კომერციული საქმიანობა და ა.შ.
ტრენინგის „ნლპ-ს საფუძვლები“ განმავლობაში საშუალება მოგეცემათ შეისწავლოთ ნლპ-ს ძირითადი დებულებები, რაპორტის დამყარება, ჩაწვდეთ კლიენტის პრობლემის არსს და ჩამოაყალიბოთ კლიენტის დაკვეთა, შეარჩიოთ ნასწავლი ტექნიკებიდან შესაბამისი და წარმატებით გამოიყენოთ ის/ისინი.