ემოციურ-ხატოვანი ფსიქოთერაპია - ეს არის ფსიქოთერაპიის შედარებით ახალი და ორიგინალური მიმდინარეობა, რომელსაც წარმატებით იყენებენ „ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმულის“ ფსიქოთერაპევტები.
ამ მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგების მიღება ფსიქოსომატური და ემოციური დარღვევების კორექციის დროს.
ემოციური მდგომარეობა შეიძლება გამოიხატოს ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური ხატ-წარმოდგენებით, რომლებთან მუშაობაც საწყისი ემოციური მდგომარეობის ტრანსფორმაციის საშუალებას იძლევა.
ემოციურ-ხატოვან ფსიქოთერაპიაში გამოყენებულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სკოლის (ფსიქოანალიზი, გეშტალტ-თერაპია, ნლპ, სიმბოლდრამა და სხვ.) თეორიული და პრაქტიკული აღმოჩენები.