1. როგორც წესი, ურთიერთობა იწყება შეყვარებულობით, როდესაც ქალი და მამაკაცი გატაცებულია ერთმანეთით, მათ ავსებთ ვნება, გრძნობები, რომანტიკა. ეს პერიოდი განპირობებულია ჰორმონალური ფონით, ის გრძელდება სამი თვიდან ორ წლამდე.
2. შემდეგ დგება მიჩვევის ეტაპი, როდესაც რომანტიულმა ურთიერთობამ პიკს მიაღწია და ყოველდღიურობად იქცა. ამ დროს ურთიერთობა ჰგავს ამინდს ჭექა-ქუხილის წინ: ყველაფერი საეჭვოდ მშვიდად არის, მაგრამ ჰაერში უკვე ჭექა-ქუხილის სუნი დგას.
3. კამათი - კონფლიქტი მომწიფდა და აშკარა გახდა.
!!! ეს სამი პუნქტი აღწერს ურთიერთობის განვითარების ყველაზე ხშირ სცენარს:
შეყვარებულობა (მოხიბლვა) - მიჩვევა - კამათი (ზიზღი). კამათის სტადიაზე ადამიანები შორდებიან იმის იმედით, რომ სხვა პარტნიორთან უფრო გაუმართლებთ, მაგრამ როგორც წესი, სიტუაცია მეორდება.
4. მოთმენის სტადიაზე ადამიანები ხვდებიან, რომ უნდა მოითმინონ და ყველაფერი აეწყობათ. გარკვეული დროის შემდეგ ეს ეტაპი მთავრდება და ურთიერთობა თითქოს ახლდება, იწყება ახალი მარყუჟი - შეყვარებულობა - მიჩვევა - კამათი - მოთმენა და... ისევ ახალი მარყუჟი.
!!! ეს კიდევ ერთი სცენარია, რომლითაც შეიძლება განვითარდეს ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, პარტნიორებმა უკვე იციან, რომ კამათი არის ეტაპი, რომელიც ჩაივლის და ურთიერთობა ისევ აეწყობათ. ასეთი წყვილი იშლება, როდესაც მოთმინების ფიალა ივსება და ერთ-ერთს უჩნდება სურვილი ჰყავდეს სანდო პარტნიორი, რომელთანაც ააწყობს მყარ და ჰარმონიულ ურთიერთობას.
5. მსახურობა - არის ურთიერთობის განვითარების სრულიად განსხვავებული ვარიანტი. ამ ეტაპიდან უკვე იწყება სიყვარულთან მიახლოვება. თუ წინა ეტაპებზე მოტივები ეგოისტური იყო, აქ უკვე ჩნდება იდეა, ემსახურო პარტნიორს, მის სასარგებლად იმოქმედო.
6. შემდეგი ეტაპი მეგობრობაა, რომელიც დგება მაშინ, როდესაც მსახურობის შედეგად წყვილს უკვე დაუგროვდა ერთმანეთისადმი ნდობისა და მადლიერების გრძნობა.
7. სიყვარული!!! ამ გრძელი და რთული გზის ბოლოს წყვილი იღებს დამსახურებულ ჯილდოს - ჭეშმარიტ სიყვარულს, რომელიც არ მთავრდება და დროსთან ერთად მხოლოდ ძლიერდება და მატულობს.
ითვლება, რომ ამ ეტაპების გასავლელად საჭიროა 12 წელი ან მეტი...
რომელიმე ეტაპზე გაჭედვა საფრთხეს უქმნის წყვილის ბედნიერებას. თუ წყვილი თავად ვერ ახერხებს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მან შეიძლება ოჯახური ფსიქოთერაპიის რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ ეს პრობლემა გადაჭრას და შედეგად, ის განაგრძობს გზას ბედნიერი სიყვარულისაკენ.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „სტიმული“ გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს.