პატიებას დიდი ძალა აქვს, როდესაც გულწრფელად აპატიებთ, თქვენი ცხოვრება შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს, რადგან ეს არის ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი პოზიტიური ცვლილებებისა და ბედნიერებისკენ.
აპატიო - ნიშნავს გაათავისუფლო გული, სხეული, სული და ცხოვრება წყენისაგან. პატიების შემდეგ ადამიანი წყვეტს იმაზე ფიქრს, თუ რა ცუდად მოექცნენ მას, რა უსამართლოა ცხოვრება, როგორ არ აფასებენ მას. ადამიანის ემატება სასიცოცხლო ძალა, ენერგია და საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი. პატიების გზით შესაძლებელია დაავადებებისა და ახლობელ ადამიანებთან რთული ურთიერთობების მიზეზის მოშორება. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობისათვის წყენის გაშვება არცთუ ისე ადვილია, ზოგი კი საერთოდაც ეჭიდება წყენას. ასეთ ადამიანებს უნდათ დამნაშავის დასჯა და სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობენ, მაგრამ ამაზე ფიქრი ისევ მათ აზიaნებს. პატიებისას ადამიანი უჩვენებს საკუთარ თავს და სხვებს იმას, რომ ყველას შეუძლია შეცდომის დაშვება და მიუხედავად ამისა, სიყვარულის ღირსი მაინც არის.
ხშირად ადამიანს უჩნდება კითხვა - როგორ შეიცვლება ურთიერთობა პატიების შემდეგ? რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ ადამიანი პატიების შემდეგ მიხვდება, რა დააშავა და უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა გახსოვდეთ, თქვენ პირველ რიგში საკუთარი თავისათვის აკეთებთ ამას და არა სხვებისათვის. პატიება არაფერს გავალდებულებთ და არც იმ ადამიანს ავალდებულებს, ვისაც პატიობთ. წყენის ტვირთის გაშვებით თქვენ ათავისუფლებთ ადგილს ჯანმრთელობისათვის, ბედნიერებისათვის, ენერგიისათვის და წარმატებისათვის!